ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ბერდიანსკთან სამგლოვიარო პროცესიამ უკანასკნელ გზაზე გააცილა უკრაინელი ოფიცერი. მისთვის პატივის მისაგებად სხვა ქალაქებიდანაც ჩავიდნენ.
სტანისლავ კარაჩევსკი უკრაინის სამხედრო ნაწილში, ყირიმში მოკლეს. რუსმა ოკუპანტმა უკრაინელ ოფიცერს მიბრჯნით ესროლა მხოლოდ იმიტომ, რომ მან ფიცის გატეხვა, ანუ უკრაინის ღალატი არ ისურვა.