მედიაკავშირ "ობიექტივის" დამფუძნებელმა ირმა ინაშვილმა "პირველი არხის" სტუდიაში ჩართვის დასაწყისში განაცხადა, რომ ჩართვამდე ლოდინის დროს წასვლას აპირებდა სტუდიიდან, რადგან "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ერთმანეთთან "კარგად ჟღურტულებენ".
ირმა ინაშვილმა თავისი ცნობილი ბრალდების შესახებ ისაუბრა, სადაც "ნაციონალები" თბილისში ევრომაიდნის მზადებაში და ამ მიზნით უკრაინიდან აქტივისტების ჩამოყვანაში დაადანაშაულა.