გიგი უგულავა დღეს დაკითხვაზეა დაბარებული, მაგრამ მისვლას არ აპირებს

Image

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა დღეს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი იქ მისვლას არ აპირებს.

 

ინფორმაცია დაკითხვაზე დაბარებისა და არწასვლის მიზეზების შესახებ გიგი უგულავამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა:

 

"ერთი ამბის მოყოლა ძლივს დავამთავრე და მეორე დაიწყო: ბატონო გიორგი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გაწუხებთ გამომძიებელი გიორგი კვარაცხელია, ხვალ, 11:00 საათზე ხართ დაბარებული საგამოძიებო სამსახურში მოწმის სახით დაკითხვის მიზნით, სისხლის სამართლის 092250613004 საქმეზე, რაც ეხება თბილისის მერიასა და "სითი პარკს შორის დადებულ ხელშეკრულებებს. მისამართი უნივერსიტეტის ქ. #2ა.

 

ხვალ ზუგდიდში აქცია გვაქვს. მერობის, გამგებლობისა და მაჟორიტარ კანდიდატებს წარვადგენთ, ვერ მივალ. მერე ნებისმიერ დროს, აბა ხალხს ხომ არ ვაფიქრებინებ, ბოკერიამ გაასწროო", - წერს უგულავა. მოგვიანებით მან "ფეისბუქიდანვე" სთხოვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, მხედველობაში მიიღონ, რომ ზუგდიდის განყოფილებაში, 13:00-ზე გამოცხადდება.

 

შეგახსენებთ, მანამდე გიგი უგულავამ დაწერა, რომ დაკითხვაზე მისი სიმამრიც დაიბარეს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?