-
2014-04-12 08:59
"ეროვნული ფრონტის" ლიდერმა ევგენი მიქელაძემ ინგა გრიგოლიას გადაცემაში "რეაქცია" ირმა ინაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ცნობილ ფოტოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ფოტოზე "ეროვნული ფრონტის" წევრები არიან და მათ არაფერი აქვთ საერთო "ნაციონალურ მოძრაობასთან".
მისი განცხადებით, ირმა ინაშვილმა კონტექსტიდან ამოვარდნილი სახით წარმოადგინა ფოტო. ევგენი მიქელაძე "ობიექტივის" დამფუძნებლის გამოსვლას "ეროვნული ფრონტის" წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად აფასებს და ამბობს, რომ თუ ორგანიზაციაზე ზეწოლა გაგრძელდება, „ყველას გაშიფრავს“ და ნათელს მოჰფენს, თუ „ვინ ვისთან თანამშრომლობს“.