დონეცკის საქალაქო ადმინისტრაციაში გამაგრებული სეპარატისტები დათმობაზე წასვლას არ აპირებენ და დარწმუნებულნი არიან, რომ 11 მაისს რეფერენდუმს ჩაატარებენ.
21 აპრილის საღამოსა და ღამის განმავლობაში საცობების გამო გართულებული იყო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე.
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საქართველოს პრემიერმინისტრის ცოლისძმის ლექსო თამაზაშვილის ფოტო გავრცელდა.
ღამის განმავლობაში თბილისში და, ზოგადად, საქართველოს ყველა რეგიონში წვიმდა. თბილისში გადაღებული რამდენიმე ფოტო და ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
ჟიურისა და მაყურებლების საყოველთაო მოწონება დაიმსახურა "X-ფაქტორის მონაწილის, თბილისელი მებო ნუცუბიძის გამოსვლამ, რომელმაც ჰავაურ საკრავზე, უკულელეზე დაუკრა და ჯონ მაიერის სიმღერა შეასრულა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 27 აპრილს ბაქოს ეწვევა და ერთობლივი საზოგადოებების მეორე გლობალურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში მდებარე რესტორან "ნაციონალში" მივიდა, სადაც ტრადიციული ჯილდოები "ქართველები ამერიკაში" ღონისძიების ფარგლებში გაიცა.
მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა 22 აპრილს გაიხსნება. როგორ ამარაგებს მას საქართველოს მესამე პრეზიდენტი წიგნებით, როდის მოუვიდა ბიბლიოთეკის შექმნის იდეა, როგორ შენდებოდა ის...
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის მოვლენებმა არათუ შეცვალა, კიდევ უფრო გააღრმავა "ქართული ოცნების" პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან რაციონალური დიალოგი შესაძლებელია.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, შეკითხვის პასუხად, როგორი ურთიერთობა აქვს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, განაცხადა, რომ ურთიერთობა საქმიანია.