-
2014-04-26 13:47
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რეაქცია“ საუბრის დროს განაცხადა, რომ ხელისუფლების ზედა ეშელონის წარმომადგენელი, რომელიც ხუთეულში შედის, ერეკლე კოდუას ევროპაში ორჯერ შეხვდა.
მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მას აქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ ერეკლე კოდუას არათუ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ხელშეუხებლობას, სიტემაში აღდგენასა და დაბრუნების შესაძლებლობასაც კი სთავაზობდნენ:
-”ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, ერეკლე კოდუასთან ცენტრალური ევროპის ქალაქში 2-ჯერ იყო ჩასული დღევანდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის ის პირი, რომელიც გავლენიან ხუთეულში შედის და ესაუბრებოდა მას, რომ მიეცა ვანო მერაბიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება. ეს არ არის ჭორი, ეს ინფორმაცია მე მომაწოდეს.
იმის მიხედვით თუ როგორ გაგრძელდება კოდუას საქმის გამოძიება, ყველაფერი გაირკვევა, ამ ეტაპზე ამაზე მეტს არ გეტყვით. თუ ერეკლე კოდუა დათანხმდებოდა ჩვენების მიცემას, მას არამარტო საქართველოში დაბრუნების ხელშეუხებლობას, არამედ სისტემაში დაბრუნების შესაძლებლობასაც მისცემდნენ”, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.