ის დიეტა, რომლის დაცვითაც კახი კავსაძემ დონ კიხოტის როლის შესასრულებლად მოკლე ხანში 25 კგ დაიკლო, მსახიობმა „რეიტინგს“ გაუმხილა.
მაია ფანჯიკიძე „google voice“ -ის ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთის შეყვანის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
„მევიდა ბიძინე - ჭამე, სვი და იძინე!“, - ამ ფრაზით იწყებს თამაზ მონიავა სიმღერის წარდგენას და ამბობს, რომ მოსახლეობის ნაწილი ბიძინა ივანიშვილში სწორედ იმას ხედავს, ვინც ყველაფერს მის ნაცვლად გააკეთებს, თავად კი ჭამა-სმისა და ძილის გარდა არაფერი დარჩენია.
თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში მომხდარი შემზარავ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. წინასწარი ვერსიით, მან დედა სასტიკი წამებით მოკლა, გვამი პლედში გაახვია, გაკოჭა, თავზე პოლიეთილენის პარკი წამოაცვა და საღორეში დამარხა.
მაია ჯაბუას ქალიშვილი ლიზა ყენია „ფეისბუქში“ პედოფილების წერილების მომრავლების გამო ჩივის და წერს, რომ „დაავადებულების სენია“ გავრცელებული. ლიზა საჯაროდ მიმართავს „მამისტოლა მამაკაცებს“, ინბოქსში არ მისწერონ.
საქართველოს პრემიერმინისტრი წუხს, რომ გოგა ხაჩიძეს მედია დიდ ყურადღებას უთმობს და აცხადებს, რომ ეს, პირველ რიგში, სწორედ მედიისთვისაა ცუდი. რაც შეეხება დათა ახალაიას ექსტრადირების მოთხოვნას, პრემიერმა ჟურნალისტებს ურჩია, პროკურატურის განმარტებებს დაელოდონ.
„ბათუმელების“ ცნობით, სამართალდამცველებმა დააკავეს ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ხალვაში, იგივე „ქელფეთა“, რომელიც ადამიანთა გატაცებებსა და 2004 წელს ბათუმის აქციების დარბევის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.
გვიან ღამით თავდასხმა მოხდა ოდესის შესასვლელში მდებარე ბლოკპოსტზე, სადაც ღამეს უკრაინის ერთიანობის მომხრე ოდესელები ათევდნენ, დაჭრილია ხუთი ადამიანი.
უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ტურჩინოვი აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა და გაიყვანოს საკუთარი ჯარები ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრიდან. ტურჩინოვმა რუსეთი ტერორისტების მხარდაჭერაში დაადანაშაულა, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში მოქმედებენ.
საქართველოს პრემირმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. პრემიერის განცხადებით „ხელისუფლება ორი თვე მოითმენს და შემდეგ გააკეთებს იმას რაც თბილისისთვის არის საჭირო“: