ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში პარაკლისის გადახდის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა და აღდგომის დღესასწაული აფხაზ და რუს სამხედრო პირებსაც მიულოცა, რომლებიც გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში არიან განთავსებული.
ე.წ. მესაზღვრეებს მეუფე გერასიმე საკუთარი ინიციატივით შეხვდა. აფხაზი ეროვნების სამხედრო პირებთან დაკავშირებით მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ „ისინი ჩვენი ძმები არიან“. მეუფის თქმით, აფხაზებმა და ქართველებმა მომავალშიც ერთად უნდა იცხოვრონ.