როგორც საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ კრაიმისთვის“ გახდა ცნობილი, გასულ ღამეს მოსკოვის ზამოსკვორეჩკის სასამართლომ, გამოიტანა განაჩენი 34 წლის ქართველი „კანონიერი ქურდის“ გიორგი ზარანდიას, კრიმინალურ სამყაროში უფრო მეტად ცნობილი გიორგი გალსკის რუსეთის ტერიტორიიდან გაძევების შესახებ.
სასამართლოს განაჩენის სისრულეში მოყვანამდე, გიორგი გალსკი არალეგალი ემიგრანტების სპეციალურ თავშესაფარში იქნება მოთავსებული.
კრიმინალურ სამყაროში კარგად ცნობილი ძმები ქარდავების ნათლული და თანამემამულე, გიორგი გალსკი, რუსეთის ფედერაციის შინაგან სამინისტროს მთავარი სამართველოს თანამშრომელბმა, ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის ბრალდებით ხუთშაბათს დააკავეს.