-
2014-04-28 09:56
დიდი ბრიტანეთის სამეფოს სამხედრო-საჰაერო ძალების ოთხი ბომბდამშენი „ტაიფუნი“ დღეს თავისი ბაზიდან ლინკოლნშირიდან ლიტვაში გაფრინდა.
ბრიტანეთის თვითმფრინავები, პოლონეთის ექვს ავიაგამანადგურებელთან ერთად ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე პატრულირებას განახორციელებენ.
როგორც დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, გასულ კვირას ბრიტანეთის საჰაერო საზღვართან ახლოს შემჩნეულ იქნა რუსული ბომბდამშენები, რაც საპასუხო ზომების მიღების მიზეზი გახდა.
გარდა ამისა, აშშ-ის, თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სწორედ გასულ კვირას, რუსეთის თვითმფრინავებმა არაერთხელ დაარღვეს უკრაინის საჰაერო სივრცე.