სენაკში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა მაისური პროტესტის ნიშნად გაიხადა და „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავიდა

Image

სენაკში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისთვის“ ადგილობრივმა ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აქტიურმა მხარდამჭერმა ინგა ქარდავამ „ქართული ოცნების“ მაისური პროტესტის ნიშნად გაიხადა და „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ქართულ ოცნებაში“ პორტირებულ პირებს გაუგზავნა.

 

ინგა ქარდავამ სკანდალური განცხადება გააკეთა: მისი თქმით, ცხრაწლიანი ბრძოლის მიუხედავად, აღმოაჩინა, რომ რასაც ცხრა წლის განმავლობაში ებრძოდა, იგივე მეთოდებით დღეს სენაკის საკრებულოში სწორედ „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ქართულ ოცნებაში“ პორტირებული პირები მოქმედებენ.

 

ინგა ქარდავა აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩნენ არა მედროვეები, არამედ პრინციპებისა და იდეების ერთგული ადამიანები და სწორედ ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის“ სიით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

 

„აფხაზეთის ხმა“ ექსკლუზიურად გთავაზობთ ინგა ქარდავას სკანდალური განცხადების ტექსტს:

 

„მივესალმები სრულად საქართველოს და კერძოდ, სენაკის მოსახლეობას, ჩემს მეგობრებს და ჩემს თანამოაზრეებს, რომლებთანაც ვიბრძოდი მთელი 9 წლის განმვალობაში. ჩემი დღევანდელი სენსაციური განცხადების მიზეზია სენაკში წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესები.

 

მე მჯეროდა ბატონი  ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების, მაგრამ სამწუხაროდ  ეს ოცნება ოცნებად დარჩა არა მარტო ჩემთვის, არამედ თითქმის სრულიად საქართველოსათვის.

 

მე ის ადამიანი ვარ, რომელმაც ვიბრძოლე ჩემს მეგობრებთან ერთად 9 წლის განმავლობაში უსამართლობისა და უკანონობის წინააღმდეგ, მაგრამ რასაც და ვისაც ვებრძოდით 2012 წლამდე, ის ხორციელდება დღესაც სენაკში. 

 

ის ხალხი, ვინც გვებრძოდა „ოცნებაში“ ყოფნისას, ის მედროვე, პორტირებული დღევანდელი სენაკის მაჟორიტარის გურამ მისაბიშვილის მაფიოზური კლანი გადაბარგდა „ქართულ ოცნებაში“.

 

ის ჯარისკაცები, რომლებიც სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ, იგნორირებულ იქნა „ოცნების“ ცენტრალური ლიდერების მიერ. ადამიანებს არჩევენ ფულით, ბიზნესით, მეგობარს -ძმაკაცური მეთოდებით. მე და ჩემი მეგობრები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ  დავიცვათ სენაკის მოსახლეობის ინტერესები სენაკის საკრებულოში.

 

სენაკში სამარცხვინოა  იმ ადამიანების გვერდით ბრძოლა, რომლებიც ასოცირდებიან სენაკის ქართული ოცნების  კოალიციასთან. მე ჩემი გზა ღირსეულად გავიარე დღემდე.

 

სენაკის  „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციაში  დარჩნენ არა მედროვეები და თანამდებობებს დახარბებული ადამიანები, არამედ საკუთარი  პრინციპების ერთგული,  სენაკის და საქართველოს სიყვარულით  გულანთებული  პიროვნებები.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, პროტესტის ნიშნად ამ მაისურს რომელსაც როგორც ძვირფას სუვენირს წლებია ვინახავ,  ვუგზავნი  სენაკის  „ქართული ოცნების“  პორტირებულ  ლიდერებს.

 

მადლობა ყურადღებისათვის!!!“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !