ამერიკის შეერთებული შტატები „გაზპრომის“ პრეზიდენტსა და „როსნეფტის“ გენერალურ დირექტორს სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით New York Times ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აშშ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ რამდენიმე პირს ახალ სანქციებს დაუწესებს.
სანქციები აქტივების გაყინვას და ამერიკული კომპანიებისა და მოქალაქეებისთვის ე.წ. "შავ სიაში" მოხვედრილ ადამიანებთან ბიზნესის წამოწყების აკრძალვას ითვალისწინებს.