აშშ აპირებს სანქციების შემოღებას „როსნეფტის“ პრეზიდენტ იგორ სეჩინისა და „გაზპრომის“ ხელმძღვანელ ალექსეი მილერის წინააღმდეგ -ამის შესახებ წერს დღეს, გაზეთი New York Times აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
ხმები სეჩინისთვის სანქციების დაწესების შესახებ მანამდეც გახმაურდა, თუმცა არ დადასტურდა. სანქციები ითვალისწინებს აშშ-ში მათი აქტივების გაყინვას, იურისდიქციის წარმოებას, აგრეთვე უკრძალავს ამერიკულ კომპანიებს და მოქალაქეებს სიაში შეყვანილ პირებთან საქმიან ურთიერთობას.
შეგახსენებთ, რომ შაბათს დიდი შვიდეულის ქვეყნებმა, რუსეთი ჟენევის ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულეს და ახალი სანქციების შემოღებით დაიმუქრნენ.