 
	
„რუსთავი-2“-ის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით თბილისში დავით ნარმანიამ 46, 3% მიიღო, ნიკა მელიამ 27,2%, დიმიტრი ლორთქიფანიძემ კი 10, 4%.
 
	უბედური შემთხვევა თბილისში, მოსკოვის გამზირზე მოხდა. დაახლოებით 35 წლის მამაკაცმა 5 წლის დისშვილი შანდლით მოკლა და შემდეგ ვენები გადაიჭრა.
 
	ახალციხეში 37–ე საარჩევნო უბანზე მე–5 ოლქში ორი უცნობი ადამიანი ამომრჩევლებს აღრიცხავს. მათ აქვთ სპეციალური ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა აღნუსხონ საათების მიხედვით უბანზე შესული ამომრჩეველი,–ინფორმაციას ,,სამხრეთის კარიბჭე“ აქვეყნებს.
 
	ამ არჩევნებთან დაკავშირებით უკვე შეიძლება ითქვას, რომ იგი ბევრად უარეს გარემოში ჩატარდა ვიდრე 2010, 2012 და 2013 წლებში , - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას დიდ ზიანს აყენებს.
 
	ქუთაისის 43-ე საარჩვენო უბანზე ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რის შედეგადაც ხმის მიცემის პროცესი რამდენიმე წუთით შეწყდა. აუცილებელი გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება, რადგან უბანზე მყოფმა რამდენიმე ადამიანმა თავი შეუძლოდ იგრძნო.
 
	"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მინისტრთა კაბინეტის წევრები იკრიბებიან. შტაბში სულ ცოტა ხნის წინ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნები მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს.
 
	საარჩევნო უბნებზე მომხდარი კურიოზული შემთხვევები, რომლებიც სხვადასხვა ადგილობრივი კორესპონდენტებისა და თავად ამომრჩევლებისგან გახდა ცნობილი:
 
	ქუთაისში, "არასაპარლამენტო ოპოზიცია" აკრძალულ წესს იყენებს. ქუთასის 26-ე საუბნო საარჩევნო კომისიის ეზოში "არასაპარლამენტო ოპოზიციის" მანქანა პარტიის პლაკატით დგას.
 
	ქუთაისის სამხატვრო სკოლაში, თვითნებურად შესახლებული დევნილები, ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ და აცხადებენ , რომ მათ “ოცნების” წარმომადგენლები ემუქრებიან - იმ შემთხვევაში, თუ ,,ქართული ოცნების“ კანდიდატებს არ მისცემდნენ ხმას წინასაარჩევნოდ შეყვანილ ელექტროენერგიას ჩაუჭრიდნენ და შენობიდანაც გაასახლებდნენ.
 
	არის უმუშევრობა. ამას ყველაზე დიდ შეცდომად უთვლიან ხელისუფლებას, რასაც არ ვეთანხმები.,– განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.