 
	სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლების საბოლოო, 20:00 საათის დროინდელი მონაცემების მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას მაჩვენებელი პროცენტულად გაუარესდა.
 
	იცით თუ არა თქვენ, რომ მსოფლიოს მრავალ ქალაქში, სექსის დღე, თითქმის მთელი წლის განმავლობაში, ათასნაირი ღონისძიებებით აღინიშნება და ამ დღესასწაულზე დასასწრებად ადამიანები დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან.
 
	როგორც „სამოქალაქო პრესა“ წერს, თბილისის #28 საარჩევნო უბანზე ხანშიშესულმა მამაკაცმა ბილეტენზე სასურველი ნომერი ვერ იპოვა, ის 14 ნომერს ეძებდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას #41-ის შემოხაზვა უნდოდა.
 
	ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა ვერც კი გააცნობიერა, რა გააკეთა: „ამომრჩეველთა 60% არ მოვიდა არჩევნებზე და ეს არის ნაღმი ივანიშვილის ქვეშ, ზემოდანაც და გარშემოც“. შალვა ნათელაშვილმა სახალხო გამოსვლების დაწყება დაანონსა.
 
	ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი თვითმართველობის არჩევნების პირველად შედეგებს საკუთარი ,,ფეისბუქის“ გვერდზე აფასებს:
 
	„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერის გიორგი გაბაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი რეალობასაა მოწყვეტილი და მისი განცხადება არანაირ მონაცემებს არ ეყრდნობა.
 
	"მე მინდა წარმოგიდგინოთ ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია", - ასე მიმართა "ქართული ოცნების" პარტიის ოფისთან შეკრებილ მხარდამჭერებს კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
 
	პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თბილისში პირველივე ტურში გამარჯვება მოიპოვა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ.
 
	მეორე ტურის მაღალი ალბათობაა თბილისში, წინასწარი მონაცემებით, მეორე ტური შესაძლოა ჩატარდეს, თელავში, გორში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში,-ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს.
 
	ტელეკომპანია ,,იმედზე“ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგით თბილისში მერობის კანდიდატთა შორის, დავით ნარმანია ლიდერობს– 51.2 %, ნიკა მელია–24.7%, დიმიტრი ლორთქიფანიძე– 10.8%, ირმა ინაშვილი- 5.8%.