ღარიბაშვილი: მეორე ტური ტრაგედია არ იქნება

თუ რომელიმე რაიონში მეორე ტური დაინიშნება, ტრაგედია არ იქნება,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. 

>>>

ანაკლიის 32–ე უბანზე გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრებმა საარჩევნო ინვენტარი დალეწეს, არჩევნები ჩაშლილია

ანაკლიის 32–ე უბანზე საარჩევნო პროცესი ჩაიშალა. საარჩევნო უბანზე უგზო–უკვლოდ დაკარგული გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრები შეიჭრნენ და საარჩევნო ინვენტარი დააზიანეს.

>>>

„ღარიბაშვილის ბიძამ მათ კანდიდატს შეუთავალა, რომ ბიულეტენის ჩაყრას აპირებს“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმოამდგენელ ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, დიცსა (38-ე უბანი) და არბოში (39-ე უბანი) ირაკლი ღარიბაშვილის ბიძამ, რამაზ ყორანაშვილმა მათ კანდიდატ, ალექსანდრე ჯალაბაძეს შეუთვალა, რომ ბიულეტენების ჩაყრას აპირებს და ხელი არ შეუშალონ მისმა წარმომადგენლებმა.

>>>

მთაწმინდაზე პირველი ამომრჩეველი საქართველოს პრეზიდენტი იყო

მთაწმინდის საარჩევნო ოლქის ნომერ მეექვსე საარჩევნო უბანზე საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი მარგველაშვილმა პირველმა მისცა ხმა და შესაბამისად, როგორც პირველი ამომრჩეველი ჩანაწერთა წიგნშიც დაფიქსირდა. 

>>>

"მოხდა რამდენიმე ინციდენტი, რომელიც კითხვებს ბადებს"

"გუშინ საღამოს მოხდა რამდენიმე ინციდენტი, რომელიც კითხვებს ბადებს, გვესმის, რომ ემოციური ატმოსფეროა, მაგრამ ასევე ვიმედოვნებთ, რომ კარგი შესაძლებლობაა მშვიდობიანი არჩევნების ჩატარებისთვის. ველოდებით ნორმალურ გარემოში არჩევნების ჩატარებას",

>>>

შსს: "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ცემის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ფონიჭალაში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოთხი მხარდამჭერის ცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

>>>

"ოცნების" კოორდინატორები: ვინ გეკითხებათ, რას ვაკეთებთ, წადით, გაიარეთ...

კოალიცია "ქართული ოცნების" კარდაკარის კოორდინატორები, ქუთაისის # 27 და #28 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის აღწერას აწარმოებენ. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ ქუთაისიდან აცნობეს.

>>>

პირველი საჩივარი არჩევნებზე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პირველი საჩივარი დაფიქსირდა. შენიშვნები ბათუმის #66-ე უბანზე დამკვირვებლებმა გამოთქვეს.

>>>

ეგზიტპოლების შედეგები "იმედისა" და "რუსთავი 2" ეთერში 20:00 საათზე გამოცხადდება

"იმედის" დაკვეთით ეგზიტპოლებს თბილისის მასშტაბით კომპანია "ეისითი" ჩაატარებს. "იქნება პროპორციული სიები და მერობის კანდიდატები. პირველადი შედეგი კი "ქრონიკის" რვასაათიან გამოშვებაში გამოცხადდება", - განაცხადა ბაია ცანავამ.

>>>

მარტვილის საარჩევნო უბნიდან გატაცებული ბიულეტენები ხრამში იპოვეს

მარტვილის რაიონის სოფელ დოშაყეს მე-16 საარჩევნო უბანში ნიღბიანი შეიარაღებული პირების შეჭრის შედეგად გატაცებული ბიულეტენები ხრამში იპოვეს. როგორც „აფხაზეთის ხმას" განუცხადეს, ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის, ამიტომ არჩევნები დოშაყეს უბანში ჩატარდება.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?