"ოცნების" კოორდინატორები: ვინ გეკითხებათ, რას ვაკეთებთ, წადით, გაიარეთ...

კოალიცია "ქართული ოცნების" კარდაკარის კოორდინატორები, ქუთაისის # 27 და #28 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის აღწერას აწარმოებენ. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ ქუთაისიდან აცნობეს.

>>>

პირველი საჩივარი არჩევნებზე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პირველი საჩივარი დაფიქსირდა. შენიშვნები ბათუმის #66-ე უბანზე დამკვირვებლებმა გამოთქვეს.

>>>

ეგზიტპოლების შედეგები "იმედისა" და "რუსთავი 2" ეთერში 20:00 საათზე გამოცხადდება

"იმედის" დაკვეთით ეგზიტპოლებს თბილისის მასშტაბით კომპანია "ეისითი" ჩაატარებს. "იქნება პროპორციული სიები და მერობის კანდიდატები. პირველადი შედეგი კი "ქრონიკის" რვასაათიან გამოშვებაში გამოცხადდება", - განაცხადა ბაია ცანავამ.

>>>

მარტვილის საარჩევნო უბნიდან გატაცებული ბიულეტენები ხრამში იპოვეს

მარტვილის რაიონის სოფელ დოშაყეს მე-16 საარჩევნო უბანში ნიღბიანი შეიარაღებული პირების შეჭრის შედეგად გატაცებული ბიულეტენები ხრამში იპოვეს. როგორც „აფხაზეთის ხმას" განუცხადეს, ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის, ამიტომ არჩევნები დოშაყეს უბანში ჩატარდება.

>>>

ექსკლუზივი: დოშაყეს უბანში ნიღბიანი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ბიულეტენები გაიტაცეს

„აფხაზეთის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, მარტვილის რაიონის სოფელ დოშაყეს მე-16 საარჩევნო უბანში ნიღბიანი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ, დაცვის პოლიციას იარაღით დაემუქრნენ, უბანი დაარბიეს და ბიულეტენები გაიტაცეს.

>>>

ინგლისი - იტალია 1:2 (ვიდეო)

ინგლისის ნაკრებს, საბოლოოდ, ვერც რუნიმ უშველა, ვერც სტარიჯის სწრაფმა გოლმა პირველი გაშვებული გოლის შემდეგ, ვერც ცვლილებებმა და ვერც მსაჯის მიერ დამატებულმა ხუთმა წუთმა - "სკუადრა აძურამ" პირველი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.

>>>

ქართველი და აფხაზი „კანონიერი ქურდები“ ახალ ათონში „სხოდკაზე“ შეიკრიბნენ

ბორის აფაქია, იგივე „აფაქელა“, ვლადიმირ ჯიბლაძე, იგივე „მამულო“, ვალერი ხაშბა და ქართულ-აფხაზური კრიმინალური სამყაროს სხვა ავტორიტეტები ახალ ათონში 12 ივნისს შეიკრიბნენ, სადაც „ქურდული თავყრილობა“, ე.წ. „სხოდკა“ გაიმართა.

>>>

ტაქსის მძღოლმა მგზავრი დაჭრა

"ფრონტნიუსის" ცნობით, თბილისში ტაქსის მძღოლმა დანით მგზავრი დაჭრა - დაზარალებული მე-5 საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. 

>>>

ემანუელ ჟაკერინი: „იტალია ინგლისს 2:1 მოუგებს“

იტალიელმა ნახევარმცველმა „სანდერლენდიდან“ ემანუელ ჟაკერინიმ დღევანდელ, რამდენიმე წუთის წინ დაწყებულ მატჩთან დაკავშირებით პროგნოზი გამოთქვა და განაცხადა, რომ იტალიის ნაკრები გაიმარჯვებს.

>>>

მოახლე ქართველმა ქალმა ბერძენ იუველირს 2 მილიონი ევროს ოქროულობა მოჰპარა

საბერძნეთში სამართალდამცველებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე დალინა ნარსია, რომელიც ცნობილი ბერძენი იუველირის გაქურდვაშია ეჭვმიტანილი. დანაშაულის დეტალებზე ინფორმაცია „კურიერმა“ გამოაქვეყნა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?