2013 წლის მიმდინარე პერიოდში ბიუჯეტის დანაკლისმა 256 მლნ. ლარი შეადგინა

Image

"ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა" საჯარო პოლიტიკის მიმოხილვის დოკუმენტი მოამზადა, სადაც ახალი ეკონომიკური პარამეტრები და პროგონოზია მოცემული. 


2013 წლის 6 თვის მონაცემებით, სავარაუდოა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს გადასახადების მუხლში 265 მლნ ლარზე მეტი დააკლდა და, აღნიშნული ტენდენციის გაგრძელების პირობებში, წლის დარჩენილ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტისათვის დაკლებული თანხა კიდევ უფრო გაიზრდება;

 

2013 წლის მაისის თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა განისაზღვრა 0%-ით. 2013 წლის სტატისტიკის დინამიკა ცხადყოფს, რომ წლიური 6%-იანი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, წლის დარჩენილ პერიოდში, ყოველთვიური საშუალო ეკონომიკური ზრდა 8,7%-ს უნდა გაუტოლდეს, რაც, არსებული სტატისტიკიდან გამომდინარე, არარეალურია;

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წლის პირველ ნახევარში დღგ-ს ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირდა 6,2%-ით. ხელისუფლების მხრიდან დამატებით ახსნას საჭიროებს დღგ-ს ასეთი კლების პირობებში, როგორ მოხერხდა თუნდაც 0 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა;

 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტთა რეკომენდაცია:

 

,,შემუშავებული იქნას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმა მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკისა და მათი განხორციელების კონკრეტული ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი დეტალურად უნდა იქნას განხილული ბიზნეს-წრეებთან, რათა კერძო სექტორმა შეიძინოს სტაბილურობის განცდა, გრძელვადიანი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.

 

ამასთან, იმ პერიოდამდე, სანამ კერძო სექტორი გახდება უფრო აქტიური, სახელმწიფომ უარი არ უნდა თქვას ეკონომიკური სტიმულირების პოლიტიკაზე, რაც გამოიხატებოდა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში და ამისათვის უნდა უზრუნველყოს მნიშვნელოვანი სახსრების გაღება“, ნათქვამია რეკომენდაციაში.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !