შეცდომა
  • Error loading feed data

"საერთაშორისო გამჭვირვალობა" ნიკა მელიასთვის ხმების დაკლების კონკრეტულ მაგალითებს ასახელებს

Image

15 ივნისის არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიასთვის ცესკოს მიერ ხმების დაკლების კონკრეტულ მაგალითებს ასახელებს ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო". 

 

„ჩვენი 373 მოხალისე კენჭისყრის დღეს შერჩევის ზომის პროპორციული ალბათობის მეთოდით შერჩეულ უბნებზე დააკვირდა დედაქალაქში.

 

ამ 373 უბნიდან მოპოვებული თბილისის საკრებულოს პროპორციული და მერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმები ჩვენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) შედეგების ვებგვერდზე http://results.gov.ge/ შეტანილ ინფორმაციას, საიდანაც საერთო სტატისტიკა დგება, შევადარეთ და რამდენიმე უზუსტობა აღმოვაჩინეთ.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატისათვის, ნიკა მელიასთვის სამ უბანზე 100-100 ხმის დაკლების შემთხვევები:

 

სამგორის #12 უბანი: ოქმის მიხედვით 111 ხმა აქვს მიღებული, მაგრამ ვებგვერდზე დაფიქსირებულია 11 ხმა; სამგორის #20 უბანი: ვებგვერდის მიხედვით, კანდიდატს 18 ხმა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ შემაჯამებელ ოქმზე თანდართული შესწორების თანახმად, მას 118 ხმა უნდა ჰქონდეს; საბურთალოს #78 უბანი: სავარაუდოდ, ნიკა მელიამ 131 ხმა მიიღო ამ უბანზე, თუმცა ოქმში რიცხვის პირველი ციფრი გადახაზულია და ცესკოს ვებგვერდზეც 31 ხმა არის დაფიქსირებული.

 

აღსანიშნავია, რომ სუბიექტების მიღებული ხმებისა და არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთოდ რაოდენობის დასაბალანსებლად სწორედ ეს 100 ხმა არის საჭირო“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

ორგანიზაცია უბნების საბოლოო ოქმებსაც აქვეყნებს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !