დღეს და ხვალ, საგამონაკლისო წესით, თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და გასვლა გარკვეული პირებისთვის დასაშვები იქნება

დღეს და ხვალ, 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და გასვლა გარკვეული პირებისთვის დასაშვები იქნება.

>>>

დღეიდან საქართველოში შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი ამოქმედდა

დღეიდან, 27 აპრილიდან, საქართველოში შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი ამოქმედდა. მის ფარგლებში დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება; სრულად დაშვებულია ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

>>>

დიდ ბრიტანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსით 413 ადამიანი დაიღუპა

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 413 ადამიანი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ასეთი დაბალი სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი მარტის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

>>>

მამუკა ჭელიძე - ბათუმში, შსს-ს და ამერიკის ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად, ამოღებულია 40 კილოგრამი ჰეროინი, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე 2 მილიონ დოლარს აჭარბებს

ბათუმში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა 40 კგ ჰეროინი ამოიღეს , - ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

>>>

კახა კალაძე - როგორც კი დარგის სპეციალისტებისგან რჩევა და მოწოდება იქნება, რომ შესაძლებელია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაშვება, მაშინვე იქნება გადაწყვეტილება მიღებული

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როგორც კი დარგის სპეციალისტები მერიას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განახლების რეკომენდაციას მისცემენ, მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას დაიწყებს.

>>>

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 203 289-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ მონაცემებს worldometers აქვეყნებს.

>>>

ბოლნისში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლნისში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, COVID 19-ით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

>>>

ესპანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 228 ადამიანი დაიღუპა, რაც ბოლო ერთი თვის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

ესპანეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსს კიდევ 228 ადამიანი ემხვერპლა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული დღიური სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში 23 190 შეადგინა. ამასთან, ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 1 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობამ 225 000-ს გადააჭარბა.

>>>

თეთრიწყაროს საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა

თეთრიწყაროს საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა. როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, COVID 19 კლინიკის ექთანს დაუდასტურდა.

>>>

თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ტესტირების ჩატარება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე განისაზღვრება.

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !