სლავიანსკში, რომელიც უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში უკრაინელმა ძალოვნებმა გაატავისუფლეს, საერთო საფლავია ნაპოვნი, სადაც ტერორისტები ნაწამები მოსახლეობის ცხედრებს ყრიდნენ. როგორც „ტსნ“-ის სიუჟეტშია ნათქვამი, საფლავში ათეულობით ცხედარია ჩაყრილი.
ღამის განმავლობაში გაგრძელებული შეტაკებების შემდეგ უკრაინელმა ძალოვნებმა დასახლება იუბილეინი ტერორისტებისგან გაათავისუფლეს. დაახლოებით 06:00 (თბილისის დროით) მონაცემებით, ტერორისტებს გზა მოჭრილი აქვთ პერევალსკისა და დონეცკის მიმართულებით.
ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკიდან გარღვევის მცდელობის დროს უკრაინელმა ძალოვნებმა 30-დე ბოევიკი ტყვედ აიყვანეს.
უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ ხელთ აქვთ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები, საიდანაც კარგად ჩანს რაკეტის გაშვების ადგილი.
"პიკასოს კლუბის" აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან უჩვეულო პერფორმანსი გამართეს: თეატრალიზებული წარმოდგენის 6 მონაწილე იქ შავარშიაშემოვლებული სტაფილოებითა და ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით მივიდა.
„პოსტსკრიპტუმმა“ მოამზადა სიუჟეტი ერგნეთის ბაზრობის მსგავსი სავაჭრო ზონის შესაძლო აღდგენის შესახებ.
როგორც გადაცემის სიუჟეტშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობა სეპარატისტულ რეგიონებთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენაზე მუშაობს.
ვერძი
საინტერესო შეხვედრები და საუბრები გელით. ბევრ საინტერესოს მოისმენთ, რაც საქმეებშიც წაგადგებათ და პირად ცხოვრებაშიც. მთავარია, თქვენ ნაკლები ილაპარაკოთ და მეტი მოუსმინოთ.
The Daily Beast-ის კორესპონდენტის მიერ საქართველოს ყოფილ პირველ ლედიზე სანდრა რულოვსზე მომზადებულ სტატიას "ტაბულა" აქვეყნებს.
გამოცემა "კვირა" ავრცელებს ინფორმაციას და ფოტოს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალიდან, სადაც საპატრულო ეკიპაჟის მანქანას სხვა მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
რამდენიმე დღის წინ რიკოთის უღელტეხილზე დატრიალებულმა ტრაგედიამ 14 წლის თამარ ფერაძის სიცოცხლე შეეწირა.