უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ ხელთ აქვთ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები, საიდანაც კარგად ჩანს რაკეტის გაშვების ადგილი.
პოროშენკომ დასძინა, რომ სეპარატისტები ცდილობენ, მტკიცებულებები გააქრონ, მაგრამ ეს მათ არ გამოუვათ. მაგალითად უკრაინის პრეზიდენტმა დაასახელა ფაქტი, როგორ ცდილობენ ბოევიკები, შემთხვევის ადგილიდან გაურკვეველი მიმართულებით გადაიტანონ გარდაცვლილთა ცხედრები.
თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ თუ დამტკიცდება სისტემებისა და რაკეტების რუსეთიდან მიწოდების ფაქტი, დაინიშნება ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენელთა საგანგებო შეკრება.