სანდრა რულოვსი: „ხალხს უკვირს, როცა მხედავენ, ჰგონიათ, წასული ვარ... უნდათ მკითხონ, რატომ არ „მივეთრევი აქედან"

Image

The Daily Beast-ის კორესპონდენტის მიერ საქართველოს ყოფილ პირველ ლედიზე სანდრა რულოვსზე მომზადებულ სტატიას "ტაბულა" აქვეყნებს.

 

„რთული დასაჯერებელია, რომ ყოფილი პირველი ლედი საქართველოში დარჩა და თბილისის ცენტრში, მოკრძალებულ ბინაში ცხოვრობს.

 

ერთადერთი განსხვავება მისი და რიგითი მოქალაქის ბინას შორის, სახლთან მდგომი სახელმწიფო დაცვის ორი-სამი თანამშრომელია. საქართველოს კონსტიტუციით ასეა განსაზღვრული,“ - წერს გამოცემის კორესპონდენტი.

 

„ხალხს უკვირს როცა მხედავენ, ჰგონიათ, წასული ვარ, იბნევიან, არ იციან – ფოტო გადაიღონ, გამამხნეონ, კითხვები დამისვან, შემაქონ, რომ მამაცურად დავრჩი, მადლობა გადამიხადონ ყველაფრისთვის, რაც წლების განმავლობაში ვაკეთე, თუ უბრალოდ დაინტერესდნენ, რატომ არ „მივეთრევი აქედან".

 

ამ ემოციებს შორის არიან გაჭედილნი და ეს მათ სახეებზე იოლად იკითხება... კმაყოფილი ვარ, რომ ასე მოვიქეცი, გარკვეულწილად მეამაყება კიდეც, თუმცა მადლიერიც ვარ, რომ ასე მოქცევის შესაძლებლობა მაქვს... „რა თქმა უნდა, გამიკვირდა, რომ უცბად საქართველოს პირველი ლედი გავხდი, მაგრამ, მეორე მხრივ, მზად ვიყავი – იმ თვალსაზრისით, რომ გამოცდილება მქონდა.

 

მანამდე საკუთარი თავი ბიზნესშიც ვცადე, ვიყავი დიპლომატიურ სამსახურში, ვმუშაობდი ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში...

 

ძალიან ბევრი მეგობარი დავკარგე. ბევრისგან არ ველოდი, რომ იმას იტყოდნენ, რაც საჯაროდ თქვეს. ბევრმა ადამიანმა მაჩვენა თავისი რეალური სახე, ზოგ შემთხვევაში მე ჩამოვხსენი ნიღაბი, ზოგჯერ თავად ჩამოიხსნეს. არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც უცებ დადუმდნენ, არც მეილი, არც ზარი, არც დღესასწაულის მოლოცვა. როგორც მამაჩემმა მითხრა, ისინი პირველი ლედის მეგობრები იყვნენ და არა ჩემი.

 

10 წელი თითის წვერებზე ვიარე. ყოველთვის მზად უნდა ვყოფილიყავი, 24 საათის განმავლობაში. უნდა მოვრგებოდი ყველაფერს, იმიტომ რომ ჩემი ქმარი ძალიან სპონტანური იყო, ბოლო წუთს შეეძლო მიეღო ან შეეცვალა გადაწყვეტილება"- ამბობს ინტერვიუში ყოფილი პირველი ლედი. 

 

წყარო

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !