სლავიანსკში, რომელიც უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში უკრაინელმა ძალოვნებმა გაატავისუფლეს, საერთო საფლავია ნაპოვნი, სადაც ტერორისტები ნაწამები მოსახლეობის ცხედრებს ყრიდნენ. როგორც „ტსნ“-ის სიუჟეტშია ნათქვამი, საფლავში ათეულობით ცხედარია ჩაყრილი.
„ტერორისტები აწამებდნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს, რომელთა პოზიციის შესახებ წინასწარ იცოდნენ: აჭრიდნენ სხეულის ნაწილებს, წვავდნენ ცოცხლად, კლავდნენ და მერე საფლავში ყრიდნენ“, - ამბობს თვითმხილველი ვიდეოში (მე-7 წუთიდან).