მსოფლიოში კორონავირუსით ამ დროისთვის 4 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაცია worldmeters-ზეა განთავსებული. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 4 016 000 შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, ვირუსს საერთო ჯამში 276 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 1.3 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსი თავისით გაქრება, ვირუსებიც კვდებიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, „რესპუბლიკელ“ კონგრესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი ბერლინიდან განხორციელდება.
ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეთ მეორემ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა.
რუსეთი ცდილობს აამაღლოს იოსებ სტალინის როლი, რომ გაამართლოს მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არსებული აგრესია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვი ცდილობს ტოტალიტარული სახელმწიფოს რეაბილიტაცია მოახდინოს, რომელიც ერთი პირის მიერ იქნება მართული.
„დღეს ჩვენ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75-ე წლისთავს აღვნიშნავთ - ომის, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სიმბოლურია, რომ სწორედ ომის ფერფლზე აღმოცენდა გაერო - ორგანიზაცია, რომლის წესდებაც საერთაშორისო ურთიერთობათა მშვიდობიანად წარმართვას, ძალის გამოყენების აკრძალვასა და მომავალში არაადამიანური სისასტიკეების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ონლაინ-სხდომაზე განაცხადა, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე წლისთავს მიეძღვნა. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 69 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მკვლელობა მოხდა. ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი.
დღევანდელი დღე - 9 მაისი ორმაგად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვაში.
ჩვენ ელჩს უკრაინიდან რა თქმა უნდა, გამოვიწვევთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ მათთან ან დიპლომატიურ ურთიერთობებს, ან სტრატეგიულ პარტნიორობას, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებზე გამოძახებასთან დაკავშირებით.