სირცხვილია, რომ იძახიან ხოლმე 70 წლის ადამიანი გარეთ არ გავიდეს. ვინ გადაუწყვიტა იმ ადამიანს, რატომ არ უნდა გავიდეს, სახლში უნდა დავხოცოთ ადამიანები? - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა, ბოდბის მონასტრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წინასადღესასწაულო ლოცვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ყველას მადლობა გადაუხადა გამოჩენილი თავდადებისთვის და შექმნილ ვითარებაში სინოდის ერთიანობას გაუსვა ხაზი.
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 69 პაციენტი მკურნალობს. როგორც მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკას გუშინ სამი პაციენტი დაემატა, მათგან ორი ბავშვია. სამივე პაციენტი თეთრიწყაროს კარანტინის ზონიდანაა გადმოყვანილი.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტიდან 2 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, 2 ზუგდიდის, 2 კი საკარანტინო სივრციდანაა.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 29 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში, 269 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5083 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 505 პირი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 6-ით გაიზარდა და 610 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5083 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 505 პირი.
2020 წლის ზაფხულიდან Google-ს პლატფორმებზე რეკლამის დამკვეთების მითითება სავალდებულო გახდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით 236 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში, მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 29 315 შეადგინა.
როდესაც დადგება დღის წესრიგში განვიხილოთ ის, თუ როგორ გარემოში უნდა ჩატარდეს არჩევნები, მზად ვართ, კონსულტაცია გავუწიოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის ბრალდებები მიუთითებს იმაზე, რომ მათ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაბარება „მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციისთვის სურთ“.