-
2020-07-21 12:19
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში დილიდან მოსახლეობის გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს.
როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა განაცხადა, ადგილზე ეპიდემიოლოგების 6 ჯგუფი მუშაობს და ჯამში 700-მდე პირს აუღებენ „პი-სი-არ“ ტესტირებისთვის ბიოლოგიურ მასალას.
„მოსახლეობის მასობრივი ტესტირების პროცესი დილიდან აქტიურად მიმდინარეობს, ადგილზე მუშაობს ეპიდემიოლოგთა 6 ჯგუფი, აქედან 3 ჯგუფი ლუგარის ლაბორატორიიდან, ერთი - რუსთავის, ორი - გარდაბნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჯგუფი. დღის განმავლობაში აღებული ნიმუშები საკვლევად ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება“, - განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში დღეისათვის კორონავირუსით ინფიცირების სულ 23 შემთხვევაა, აქედან 14 სოფელ ყარაჯალარში დაფიქსირდა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29