
საბერძნეთის სასამართლომ ორ რუს მეზღვაურს არალეგალი მიგრანტების გადაყვანისა და ადამიანებით ვაჭრობის გამო 253- წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის რუსეთის ოფისის ვიცე-პრეზიდენტმა ივან მელნიკოვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
„კონსტანტინ სემებოვსა და ივან ვოზნიკოვცევს მიგრანტების გადაყვანის, ადამიანებით ვაჭრობისა და საბერძნეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის თავისუფლების 253 წლით აღკვეთა მიუსაჯეს,“- აღნიშნა მელნიკოვმა.
მისივე განმარტებით, მკაცრი სასჯელი იმითაა განპირობებული, რომ თითოეული მიგრანტის გადაყვანისთვის 7-დან 12 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. მელნიკოვი აცხადებს, რომ მეზღვაურები ბრალს არ აღიარებენ.