ანზორ ბიწაძე - გაგვაგებინოს გია ვოლსკიმ, ეს „ოცნების“ მაჟორიტარები რომელი კლასტერია?

Image

მასხრად გვიგდებს „ოცნება“ და რატომ უნდა მივცეთ ამის საშუალება საზოგადოებამ? ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობით“ გვაშინებენ, მეორე მხრივ, მაჟორიტარებად დააყენეს “ახალი სახეები”, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელსაც კი აფინანსებდნენ - ამის შესახებ ,,ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ განაცხადა.

 

ბიწაძის თქმით, საზოგადოება ბევრად უფრო გონიერია, ვიდრე „ქართული ოცნების“ ლიდერები არიან და ისინი თავის მოტყუების საშუალებას მათ არ მისცემენ.

„გია ვოლსკის მინდა ვკითხო, გემახსოვრებათ ალბათ, “ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი” რომ უწოდა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს. გვითხრას ბატონმა გიამ, ეს „ოცნების“ მაჟორიტარები რომელი კლასტერია? საზოგადოება, განუზომლად უფრო გონიერია, ვიდრე „ქართული ოცნების“ ლიდერები და მოდით ნუ დაგვეზარება , დავაკვირდეთ და ნუ მოვატყუებინებთ თავს", - აცხადებს ანზორ ბიწაძე.

ამასთან ანზორ ბიწაძემ ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ,,ნაციონალური მოძრაობისთვის“ ოფიციალური შემოწირულებების სიაც გამოაქვეყნა: 1. ბექა ოდიშარია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 29/06/2012: 35,000 ლარი. 2. გოჩა ენუქიძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 16/07/2012: 60,000 ლარი. 3. ანზორ ბოლქვაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 14/07/2012: 6,500 ლარი. 4. ირაკლი ხახუბია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 27/08/2012: 10,000 ლარი. 5. დავით სონღულაშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 11/09/2012: 7,000 ლარი. 6. დავით დუგლაძე (ზაზა დუგლაძის ძმა) – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 31/07/2012: 60,000 ლარი.

ინფორმაციას ,,ერთიანი საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !