
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის გარშემო კიდევ ერთი კონსპირაციული თეორია გამჟღავნდა, რომლის მიხედვითაც, პრინცესა დაიანას შვილებს – უილიამსა და ჰარის, შესაძლოა, დაც ჰყავდეთ.
თეორიის მიხედვით, ჩარლზსა და დაიანას ქალიშვილი მანამ ეყოლათ, სანამ პრინცი უილიამი გაჩნდებოდა,
ისტორია, 1980 წელს, ჩარლზისა და დაიანა სპენსერის ნიშნობით იწყება, რომლამდეც ექიმმა, რომელთანაც დაიანა კონსულტაციას გადიოდა, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საკუთარი მეუღლის ხელშეწყობით განავითარა.
წყაროში მითითებულია, რომ გოგონა – სარა, 1981 წელს, უილიამის დაბადებამდე 8 თვით ადრე გაჩნდა და შესაბამისად,ამჟამად 37 წლისაა.
წყარო ირწმუნება, რომ გოგონას „მშობლებმა“ მას უთხრეს რომ ნამდვილი დედ-მამა ავტოავარიაში დაიღუპა.
გოგონას თქმით, მან მუქარის შემცველი შეტყობინებებიც მიიღო, რომელიც მას საკუთარი წარმომავლობის ძიებას უკრძალავდა და სარა საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.