პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა ნიკა მელიას მხარდასაჭერად რუსთავის ციხესთან აქცია-მსვლელობა გამართეს.
"თავისუფლება ნიკა მელიას, ეს არის ჩვენი მთავარი სლოგანი, რითაც დღეს ჩამოვედით რუსთავის ციხესთან იმიტომ, რომ ნიკა მელია არის უკანონო პატიმარი, მან დროულად უნდა დატოვოს საპყრობილე და მელიას გათავისუფლება იქნება ჩვენთვის პირველი სიგნალი იმის, რომ ხელისუფლება მზად არის, მივუსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდას", — განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.