კომპანია “ეკოვუდი” წარმოადგენს ნატურალური ხის მასალების, ხის დასამუშავებელი ლაქ-საღებავების და ხის დაცვითი საშუალებების ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში, ექსკლუზიური უფლებით პირდაპირ მწარმოებლებისგან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, დღეს, 26 თებერვალს ოპოზიციის მიერ დანიშნულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, აქცია-მსვლელობის გამო დედაქალაქის ცალკეულ უბნებში 13:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
მათაც აღიარეს, რომ როცა პროკურორი გაუქმებული გირაოს გადახდას ითხოვს, ანუ სამართლებრივ ნონსენსს, ეს იმთავითვე პოლიტიკური პროცესია, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გუშინ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ისაუბრეს.
გაერთიანებული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ. „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ - ასე უწოდეს მათ, თავიანთ საპროტესტო მარშს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ, სხვადასხვა ადგილიდან დაიძრა.
ამერიკულმა forbes-მა ყველაზე მდიდარი ქალი პოპ-მომღერლების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. ინფორმაციის მიხედვით, ყველაზე მდიდარი ქალი პოპ-მომღერალი რიანაა, მისი ქონება 600 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება.
ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმიანება და ამბობს, რომ სიძულვილის ენა ჟურნალისტების მხრიდანაც ხშირია.
The Guardian-ის განცხადებით,ევროკავშირის ლიდერები ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის სპეციალური სერტიფიკატების გაცემის საკითხზე დღეს დებატებს გამართავენ.
ვაჟა გიგაური, გიორგი სახელაშვილი, სულიკო საყევარაშვილი - ჟურნალისტ, ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულების ვინაობა ცნობილია. როგორც ირკვევა, ისინი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები არიან.
“ვახო სანაიაზე თავდასხმა არის ხელისუფლების კრიტიკულ მედიაზე სიძულვილის წამქეზებლური განცხადებების პირდაპირი შედეგი, ხოლო თავდამსხმელები არიან ქოცების ჭეშმარიტი სახე.