-
2021-03-19 17:02
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მომდევნო კვირაში „კოვიდ-19“-ის წარმოშობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას აანონსებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდის ხელმძღვანელმა ,პიტერ ბენ ემბარეკმა განაცხადა, რომ ანგარიშის ავტორები შესაძლოა, გარკვეული ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ, თუმცა, მან ასევე დასძინა, რომ საბოლოო ვერსიისთვის საჭიროა ექსპერტთა გუნდის ერთხმად დამოწმებას.
პიტერ ბენ ემბარეკი ხელმძღვანელობდა 10-კაციან საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს ჩინეთში, რომელიც ვითარების შესასწავლად ადგილზე იანვარსა და თებერვალში იმყოფებოდა.