ქობულეთის N2 საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგს კოვიდ -19 დაუდგინდა, რის გამოც ბაღში სააღმზრდელო პროცესი დღეს ვერ განახლდა.
დღეიდან ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება.
თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში ჩასულ ტურისტებს 31 მარტამდე მოუწევთ წარმოადგინონ PCR ტესტის შესახებ ცნობა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ნიკა გვარამია ნიკა მელიას ადვოკატი იქნება. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხეში მისვლისას განაცხდა.
დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც პარლამენტში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით შეიქმნა, მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება. კომისია 4 წევრისგან დაკომპლექტდა, რომელთაგან 2 "ქართულ ოცნებას", ხოლო 2 "ევროპელ სოციალისტებს" წარმოადგენს.
თბილისის მერია პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განცხადებების მიღებას იწყებს. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
ზუგდიდში ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს, შემთხვევას სროლა მოჰყვა რა დროსაც თავდამსხმელი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კომპანია "ნიმა", რომელმაც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღორის ხორცით მომარაგებაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, ხელშეკრულება შეუწყდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა,რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხვდება იმას,რომ ოპოზიციის სიტყვები არ არის სანდო და საზოგადოება აღარ მოტყუვდება.
გიორგი ვაშაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმება უახლოეს მომავალში შედგება. მისი თქმით, დაძაბულობა უნდა განიმუხტოს.