"...პირველი ემოცია - საშინელი შეურაცხყოფის გრძნობა იყო. ამას მოყვა ბრაზიც. ადამიანების დაღუპული სიცოცხლე და რისკი, რასაც ტრაგედიის ღამეს ჩვენი თანამშრომლები წევდნენ, მსგავს სიტყვებს უბრალოდ არ იმსახურებდა", - ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ "ლიბერალთან" ინტერვიუში განაცხადა.
თბილისის ყოფილი მერი, ბრალდებული გიგი უგულავა თბილისში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „აფხაზეთის ხმა“ უცვლელად გთავაზობთ. განცხადება უგულავას სახელით Facebook-ზე გავრცელდა.
,,გთხოვთ ყველა მედიას, საპანიკო სიტყვებს, როგორიც არის "ევაკუაცია", ნუ გამოიყენებთ, თუ ამას საგანგებო შტაბი არ იტყვის," - ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ ვერეს ხეობაში გააკეთა, სადაც ის საგანგებო შტაბში იმყოფებოდა.
,,ლაგუნა ვერესთან“ მოქალაქეები სამაშველო სამსახურის მისვლას ითხოვენ.
"მზიურის" პარკის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებისას ორი ცხედარი იპოვეს.ერთ-ერთის ვინაობა მაშინვე დადგინდა და ის სტიქიის ღამეს დაკარგული ივლიტა ჯიბუტი აღმოჩნდა.
მეტეოროლოგების ინფორმაციით თბილისში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. სეტყვა დაიწყო აეროპორტის ტრასაზე.
რამდენიმე წუთის წინ ევაკუაცია გამოცხადდა სვანიძის ქუჩაზეც. ამ წუთებში ქუჩას ადგილობრივი მოსახლეობა, მოხალისეები, მაშველები და სპეციალური ტექნიკა ტოვებს.
შს მინისტრის განცხადებით, სტიქიის შედეგად 17 ადამიანია დაღუპული და 5 ადამიანის ძებნა გრძელდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 13 ივნისის სტიქიისგან დაზარალებულთა დახმარების ფონდში 20.000 ლარს რიცხავს. განცხადება ფედერაციის გვერდზე ვრცელდება.
ბოლო ოცდაოთხი საათის განმავლობაში უკვე მესამე, ამჯერად ახალგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს "მზიურში", გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების დროს.