
თბილისის ზოოპარკის ბინადარი, გაქცეული პინგვინი აზერბაიჯანში, ერთერთ ბენზინგასამართ სადგურში იპოვეს, - ამის შესახებ ინტერფაქსი იტყობინება.
თბილისის ზოოპარკის ცხრა პინგვინიდან რვა 14 ივნისს, დღის განმავლობაში იპოვეს. მიიჩნეოდა, რომ ერთი პინგვინი დაიღუპა, თუმცა, ფრინველი აზერბაიჯანში იპოვეს, თბილისის ზოოპარკის ნიშნულით, რის შემდეგაც უკან, საქართველოს დედაქალაქში გააბრუნეს.
შეგახსენებთ, 13 ივნისისის სტიქიის დროს თბილისის ზოოპარკის 600 ბინადრიდან დაახლოებით ნახევარი დაიღუპა. ამ დრომდე ეძებენ ვეფხვსა და ზოლიან აფთარს.