მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, "ინტელექტბანკის", "სტანდარტბანკის", "სახალხო ბანკის" კანონიერი მესაკუთრეებისთვის ჩამორთმევისა და "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, 6 ივნისს, ძლიერი წვიმა და სეტყვა მთელ საქართველოშია მოსალოდნელი.
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებაზე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთა თხოვნა გაითვალისწინა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი ქადაგიძე არ დააჭერინა, რადგან "ქართუ ბანკის" საკითხი პირადი იყო".
"ეს განცხადებები იმდენად არასერიოზულია, რომ გამეორებაც კი სასაცილოა,"-ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეირ გაკეთებულ განცხადებას, რომ ივანიშვილს ქონება აუცილებლად ჩამოერთმევა და ქართველ ხალხს დაუბრუნდება.
ახალი პოლიტიკური ცენტრი მოგების გადასახადის გაუქმებისა და დივიდენდის დაბეგვრის ახალი წესის შემოღების ინიციატივით გამოდის.
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ღონისძიება პოლონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. ორგანიზატორებს მხარდაჭერა გაუწია საქართველოში პოლონეთის საელჩომ.
4 ივნისს, 11:00 საათზე, ქ. თბილისი, სასტუმრო თბილისი მარიოტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ (ETC) ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია.
3 ივნისს, ვაშინგტონში, ზურაბ ჯაფარიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინს შეხვდა.
ძლიერი ნისლი და ცუდი ხილვადობა გახდა ოცამდე ადამიანის დაშავების მიზეზი ლომისობის დღესასწაულზე, მსხვერპლშეწირვის რიტუალის შემდეგ, უკანა გზაზე დაბრუნებისას.