-
2015-06-22 07:02
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტყუილი უწოდა „ფეისბუქზე“ გავრცელებული ფოტოს აღწერას, სადაც თვითონაცაა აღბეჭდილი.
დიმიტრი ავალიანი თავდაცვის სამინისტროს ამ ფოტოზე წერდა, რომ მასზე სწორედ ის ფრანგული „სუპერ პუმას“ ვერტმფრენი ჩანს, რომელიც, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა „საკუთარი ფუფუნებისთვის იყიდა“ და რომლის გაყიდვაც იგეგმებოდა.
ავალიანი სწორედ „ივანიშვილის ამ ახირებას“ უკავშირებდა ფაქტს, რომ 13 ივნისის სტიქიის დროს, ღამის საათებში, სამაშველო ვერტმფრენები სტიქიის ზონაში არ დაფრინავდნენ:
„შეგახსენებთ, ეს არის სუპერ-პუმას ტიპის ახალი ფრანგული ვერტმფრენი, რომელიც წინა ხელისუფლებამ შეისყიდა და რომლის გამოყენებაზე ახალმა მთავრობამ უარი თქვა ერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის პიროვნული ახირების გამო. როგორც აღმოჩნდა, ისინი არ გაუყიდიათ და ისევ მარნეულში უმოქმედოდ დგას.
ივანიშვილმა მაშინ თქვა, რომ სააკაშვილმა ვერტმფრენი პირადი ფუფუნებისთვის იყიდა და სამხედოროებს ურჩევნიათ რუსული მი-8-თი იფრინონ. შედეგებსაც შეგახსენებთ - საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აღარ ჰყავს შვეულმფრენები რამდენიმე იროკეზის გარდა, რომლებიც უკვე ძალაინ ძველია. ხოლო 13 ივნისის ღამეს აღმოჩნდა, რომ საქართველოს არ ჰყავს სამაშველო ვერტმფენი, რომელსაც ღამით ფრენა და სამაშველო ოპერაციის შესრულება შეუძლია...“.
მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ეს ფოტოს და დიმიტრი ავალიანის მინაწერი უამრავმა ადამიანმა გააზიარა, პოლემიკაში თავად თავდაცვის მინისტრი ჩაერთო და დაწერა, რომ „ეს ის ვერტმფრენი არაა“, ხოლო სააკაშვილის ნაყიდი ვერტმფრენი „ისევ ისე დგას, როგორც ჩამოიყვანეს“:


