სოჭში ძლიერი წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მოვარდნილმა ღვარცოფმა დატბორა სახლები, წაიღო ხიდები და მანქანები. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მაშველები ქალაქის რვა მიკრორაიონში მუშაობენ.
შსს გენისპექციამ biletebi.ge-ის მფლობელის საკითხზე მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ, ჟურნალისტებთან შს მინისტრმა ვახტანგ გომელურმა განაცხადა.
"ახალი პოლიტიკური ცენტრი" გამოდის ინიციატივით, საქართველოში გაუქმდეს სამხედრო სავალდებულო სამსახური. ინიციატივა დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გაახმიანა.
UEFA-ს საზოგადოებასტან ურთიერთობის სამსახური "კურიერთან" საუბარში აცხადებს, რომ ისინი მუდმივ კავშირში იმყოფებიან ფეხბურთის ფედერაციასთან და იმედი აქვთ, რომ პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება.
ზუგდიდში 6 ათასზე მეტ აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება, დენის გათიშვის მიზეზი საჯვაროს ქვესადგურზე მეხის დაცემა გახდა. ადგილზე გასულია საგანგებო ჯგუფი და ამ დროისთვის ქვესადგურის დაზიანებული დანადგარის შეკეთება მიმდინარეობს.
მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ნაპირზე ამოიტანეს. მშვიდობის ხიდთან ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ.
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ვრცელდება ბათუმში რამდენიმე დღის წინ გაჩენილი სავაჭრო ჯიხურების, ე.წ. ერმაკოვის ბუდკების ფოტოებით გაჯერებული კლიპი პაროდიული სიმღერის "შედი, ქალო, ბუდკაში!" მიხედვით.
ბათუმის ცენტრში, სანაპიროსთან, უკვე მესამე დღეა, უცნაური ფორმის ჯიხურები გაჩნდა. მათი დადგმიდან მესამე დღეს მათ ხალხმა "ერმაკოვის ბუდკები" შეარქვა. ფოტოები "უპატრონო ბათუმის" გვერდიდან.
აშშ, ქალაქ დუვრში პოლიციის სამმართველომ მანქანებში დაამონტაჟა ფარული კამერები, რათა პოლიციელების სამუშაო დღე გადაეღოთ.
13 ივნისს დაღუპული 24 წლის მარი ქუთელიას ბოლო მიმოწერა მეგობართან, ნათია გელაშვილთან „იმედის კვირამ“ გაასაჯაროვა. მიმოწერიდან ჩანს, რომ მარი საფრთხეს გრძნობდა და მეგობარს ჯერ წვიმის ხმაურის აუდიო გაუგზავნა, მერე კი ხუმრობით - ვერტმფრენის გამოგზავნას სთხოვდა.