თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, 52 ნომერთან ვეფხვის ან სხვა გარეული ცხოველის პოვნის ფაქტი არ დასტურდება. ოგფიციალურმა პირებმა კომენტარები უკვე გააკეთეს.
"ხელისუფლება აცხადებს, რომ არცერთი გარეული ცხოველი ქუჩაში არ არის, მაგრამ ზოოპარკის ტანამშრომლები ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ და ტერიტორიის სრულად გაწმენდას ელოდებიან", - ეს ფრაზა 16 ივნისის ცხრასაათიანი "კურიერიდანაა", ერომელმაც სიუჟეტი ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიიდან მოამზადა.
ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ცრუ ინფორმაციის უნებლიედ გავრცელების გამო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. მისი თქმით, უკვე დაკითხეს და ისევ დაკითხვაზე უნდა შევიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, გურიელიძე და მისი რამდენიმე თანამშრომელი უკვე დაიბარეს თბილისის პროკურატურაში.
დაახლოებით ნახევარი საათია, ფალიაშვილის 52-ში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სავარაუდოდ, სამართალდამცვალები კიდევ ერთ მტაცებელ ცხოველს, წინასწარი ინფორმაციით, ვეფხვს ეძებენ.
"ამ წამს ფალიაშვილზე!!! ცხოველია რაღაც! კივილი და იარაღიანი პატრული!!!", - წერს "ფეისბუქზე" გიგი მაკარაშვილი და ვიდეოს აქვეყნებს, როგორ ეძებენ შეიარაღებული პოლიციელები უცნობ ცხოველს.
"სითიპარკი" განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ავტომანქანების არასწორი პარკირებისთვის მათი მფლობელების დაჯარიმება ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუგებრობა იყო.
ხელისუფლებას მოსახლეობის ევაკუაციის დაგვიანებაში ადანაშაულებს თავისუფალი დემოკრატების ლიდერი. ირაკლი ალასანიას განცხადებით, რეაგირება წინასწარი შეტყობინების სისტემის არარსებობის გამო დაგვიანდა.
პორტალი "კვირა" კიდევ ერთი ისეთი ფაქტის შესახებ იტყობინება, რომელიც მოქალაქეებში თანადგომის სურვილის გაძლიერებას უწყობს ხელს: სტიქიისგან განადგურებულ ერთერთ სახლში მაშველმა ფული იპოვა და დააბრუნა.
"მზიურის" ტერიტორიაზე გაწმენდით სამუშაოებში მოხალისეები ისევ მონაწილეობენ. გიორგი ჩოხელის მიერ გადაღებულ ამ ფოტოებზე "მის საქართველო 2013", თამთა შედანიაა გადაღებული.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ოფიციალურ გვერდზე "ფეისბუქში" 16 ივნისს, თბილისის ტრაგედიიდან მესამე დღეს გამოქვეყნებული ვარსკვლავის გახსნისა და კონცერტის ამსახველი ფოტოები ჯერ გამოქვეყნდა, ინტერნეტმომხმარებელთა კრიტიკის შემდეგ კი წაიშალა.