
ბათუმში 20 წლის ბიჭი დაჭრეს. მას ხუთი ადამიანი დაესხა თავს, ხოლო ერთერთმა ზურგში დანით ორი ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თვითმხილველთა თქმით, მიზეზი, რის გამოც ბიჭს თავს დაესხნენ, მათთვის უცნობია. ამ დროისთვის დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.