საქართველოს ვიცეპრემიერი კახა კალაძე "მოამბეში" აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ბაქო-სუფსის მილსადენზე პრობლემა შეიქმნება, უკვე არსებობს ალტერნატიული პროექტი, რომელიც შეთანხმებულია პრემიერმინისტრთან.
სფფ-ს განცხადებით, გადამყიდველების გარკვეულმა ნაწილმა, როგორც ჩანს, უკვე მოახერხა ბილეთების რიგის მეშვეობით შეძენა. ამასთან დაკავშირებით, სფფ და "საქპატენტი" ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.
რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით კონფლიქტის ზონაში დამონტაჟებული აბრებიდან ავტობანამდე 450 მეტრია.
საფრანგეთში მყოფი ქართველი ბიზნესმენი, ნუგზარ სულაშვილი ვაკის პარკში და დროებით სალაროებთან არსებულ სიტუაციას „ფეისბუქზე“ ეხმიანება და წერს:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თანახმაა, სუპერთასის ფინალის ბილეთების გაყიდვა დროებით სალაროებთან მანამდე გაგრძელდეს, სანამ გათვალისწინებული რაოდენობა არ ამოიწურება.
მთელი ღამის განმავლობაში ვაკის პარკის მისადგომებთან გღძელდებოდა სამართალდამცავთა მობილიზება. ყითელი ავტობუსებით, რომლებიც შემდეგ ჯებირებადაც გამოიყენეს, სტადიონთან და ვაკის პარკთან ასეულობით სპეცრაზმელი მიიყვანეს.
სუპერთასის ფინალის ბილეთების რიგში მდგარი ადამიანებიდან ორმა მამაკაცმა გონება დაკარგა და მათ დახმარება სასწრაფოს ბრიგადამ აღმოუჩინა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონთან ამ დრომდე ხმაურია.
მიხეილ მესხის სტადიონთან გახსნილ სალაროებში სუპერთასის ფინალის ბილეთები პირველმა იღბლიანებმა უკვე შეიძინეს. სალაროებთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია, იქეთკენ პოლიცია მხოლოდ იმ მოქალაქეებს უშვებს, ვინც რიგის ორგანიზების მიზნით შედგენილ სიებში წინასწარ ჩაეწერა.
გამოცემა "ივერია.ბიზის" არქივშია საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის წერილი, სადაც ქრონოლოგიური სიზუსტითაა აღწერილი ის პერიპეტიები, რომლებიც წინ უძღოდა 2008 წლის 7 აგვისტოს. გთავაზობთ ამ წერილის ფრაგმენტს, რომელიც ზუსტად 7 წლის წინ, ივლისსა და აგვისტოში რეგიონში არსებულ მდგომარეობას აღწერს.
მაშინ, როცა ევროპალიგის სალკვალიფიკაციო ეტაპზე ქართულ „ცხინვალს“ რუმინეთის მერვეადგილოსან „ბოტოშანთან“ საპასუხო შეხვედრისას, „მიხეილ მესხზე“ მომდევნო ეტაპზე გასვლის ისტორიული შანსი ჰქონდა, თბილისში ფეხბურთის მოყვარულები არჩევანის წინაშე დადგნენ.