
კროსსოვერის ტიპის მანქანა, სადაც ექვსი ადამიანი იჯდა, ბზიფის ხეობაში, ერთერთ ხევში მას შემდეგ გადავარდა, რაც კლდეს შეეჯახა. მანქანა გზაზე რიწის ტბის მიმართულებით გადაადგილდებოდა. მას ადგილობრივი მძღოლი მართავდა.
ხევში გადაჩეხილი მანქანა მდინარე ბზიფში ჩავარდა და წყლის ნაკადმა წაიღო. ზრდასრულმა ადამიანებმა მანქანიდან გადმოსვლა შეძლეს, ხოლო მანქანაში მყოფი 4 წლის გოგონა დაიკარგა. სავარაუდოდ, ის მანქანიდან მდინარეში ჩავარდა და წყალმა წაიღო. მაშველებმა ჯერჯერობით, მხოლოდ მისი ფეხსაცმელი იპოვეს. მძღოლის გარდა, მანქანაში მყოფი ყველა პირი რუსეთის მოქალაქე ტურისტი იყო.
წყალწაღებული ბავშვის ძებნა გრძელდება. ტბაზე მოძრავი მცურავი საშუალებები გააფღტხილეს მომხდარი ფაქტის შესახებ, სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები და ადგილობრივი მცხოვრებლებიც ჩაერთნენ, თუმცა, ჯერჯერობით, შედეგი არ არის. ავტოსაგზაო შემთხვევა 22 ივლისს, დაახლოებით ღამის 10 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მანქანის მძღოლი ნასვამი იყო.