
საგარეჯოში მაჟორიტარ დეპუტატ თინა ხიდაშელზე ძებნაა გამოცხადებული: "რატო ხელი არ მოგვტყდა, ხმა რომ მივეცით"; "ასე ქუჩაში ვყრივართ, შვილო, არჩევნების მერე სულ ორჯელ მოვიდა", - ამბობენ კახელები.
"ფრეშნიუსის" მიერ მომზადებულ სპეციალურ რეპორტაჟში "იძებნება თინა ხიდაშელი", საგარეჯოელები ამჟამინდელ თავდაცვის მინისტრს დაპირებებს ახსენებენ. მათი ძირითადი პრობლემა ბაზარი, გზა, საავადმყოფო და წყალია, რომელთაგან ჯერ სრულად არცერთი არაა მოგვარებული.
ერთერთი გლეხი ამბობს, რომ პატარა საავადმყოფო ისევ ისეა, როგორც "სააკაშვილის დროს გაკეთდა", მეორე ამატებს, რომ "წყალი ახლა გაჰყავთ და არ ვიცი, როდის იქნება", გიორგიწმინდაში კი გზის მშნებლობა დაწყებულია, მაგრამ მოსახლეობა ამასაც არენების მოახლოებას უკავშირებს.
"თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად კი არ უნდა დაენიშნათ, მიწაში უნდა ჩაემარხათ", - აცხადებს ერთერთი ადგილობრივი, 70 წელს მიღწეული ქალბატონი კი თინა ხიდაშელის დაპირებას იხსენებს - ვინც არაადეკვატურ სასჯელს იხდის ან უკანონოდაა დაკავებული, პატიმრობიდან გათავისუფლდებაო: "ჩემი ვაჟის გათავისუფლებას დამპირდა არჩევნებამდე თინა, აი, იქ მიმიმწყვდია, მაგრამ არაფერიც არ გაუთავისუფლებია".
ერთერთი მოვაჭრის თქმის, არჩევნების შემდეგ ჩამოსულმა თინა ხიდაშელმა ხალხიც არ მიიღო და "უკანა კარიდან გაიპარა", ხოლო ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ "აქ მოსული დიდხან ვერ გაჩერდა, მაშინვე გავარდა, უიმეე, მეჩხუბებით თქვენაო".
სოფლის ბირჟაზე მჯდარი გლეხებიდან ერთი გადამღებ ჯგუფს სოფლის თავზე გადაფრენილ ვერტმფრენზე მიანიშნებს და ხუმრობს: "სააკაშვილი დადის, ეგრე უჩუმრად გადაიფრენს ხოლმე, მე ბევრჯერ შემიმჩნევია, იმათ ჰგონიათ, რო არ დადის... მოტრიალდება სააკაშვილი...".