"ბუკი" რომელმაც დონბასში სამგზავრო ლაინერი "ბოინგ 777" ჩამოაგდო, ეკიპაჟთან ერთად გაუჩინარდა და ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელი დაუდგენელია. ამის შესახებ რუსულ სამხედრო ფორუმებზე პუტინის პოლიტიკისადმი ოპოზიციურად განწყობილი იუზერები წერენ.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის "კომედი ჯგუფის" მსახიობი მიშა ანდღულაძე პაატა ზაქარეიშვილის პაროდიით.
სევასტოპოლში მიმდინარე საჩვენებელი გამოსვლის დროს ხომალდიდან გაშვებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის სტარტი წარუმატებელი აღმოჩნდა: გაშვებისთანავე ის ნაწილებად დაიშალა და ეს ნაწილები, ისე რომ, საბედნიეროდ, ნაპირამდე არ მიუღწევია, წყალში ჩაცვივდა.
ოდესის ცნობილმა კლუბმა "იბიცამ" მოიხეილ სააკაშვილის მხრიდან კრიტიკის შემდეგ გააუქმა ცნობილი მომღერლის ტიმატის კონცერტი და "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, რომ პატივისცემით ეკიდება ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციას.
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ თუ საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურე უკრაინაში დაიღუპა, ის თავისუფლებისთვის მებრძოლია და აუცილებლად სამხედრო პატივით უნდა დაიკრძალოს. ამასთან, ხიდაშელი ხაზს უსვამს, რომ ეს ეხება ყოფილ მეომრებს და არა მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან.
"ელექტროენერგია არ არის ნავთობი, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს გარედან. ელექტროენერგია ჩვენი მდინარეებიდანაა ამოღებული, ჩვენია. მისი თვითღირებულება არის მაქსიმუმ 5-6 თეთრი კილოვატზე",
საგარეჯოში მაჟორიტარ დეპუტატ თინა ხიდაშელზე ძებნაა გამოცხადებული: "რატო ხელი არ მოგვტყდა, ხმა რომ მივეცით"; "ასე ქუჩაში ვყრივართ, შვილო, არჩევნების მერე სულ ორჯელ მოვიდა", - ამბობენ კახელები.
ვერძი: - დაეხმარეთ გაჭირვებულებს. ნუ ელით მადლობას, ისე აკეთეთ სიკეთე. ნუ განაწყენდებით, თუ ახლობლებმა უყურადღებოდ დატოვეს თქვენი შრომა და მზრუნველობა.
ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის გიორგი სანაიას მკვლელობიდან 14 წელი გავიდა. 2001 წლის 26 ივლისს "რუსთავი-2" ეთერში, თავდაპირველად ტიტრის საშუალებით გავრცელდა ცნობა: "გიორგი სანაია გარდაიცვალა".
ერთი მგვტ/სთ ელექტროენერგიის ღირებულება კვირას ესტონეთსა და ფინეთში 8,95 ევრო იქნება. ჯერ კიდევ შაბათს ესტონეთში ერთი მგვტ/სთ ელენერგია 25 ევრო ღირდა.