„რეფორმატორები“ „აფხაზეთის ხმაზე“ „რეფორმატორების“ ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებას საგანგებო განცხადებით პასუხობს

Image

"რეფორმატორები" საგანგებო განცხადებას ავრცელებენ და „რეფორმატორების“ ნაწილის მიერ „აფხაზეთის ხმაზე“ გამოქვეყნებულ განცხადებას პასუხობენ, სადაც აღნიშნული იყო, რომ პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჟამუტაშვილი მიიჩნევს, რომ თავისუფალ სიტყვაზე მსგავსი ზეწოლა, თანაც წინასაარჩევნო პერიოდში, მხოლოდ ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი რეალობაა.

 

ამასთან დაკავშირებით „აფხაზეთის ხმას“ დაუკავშირდნენ „რეფორმატორების“ აღმასრულებელი მდივანი და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი, რომელთაც აღნიშნეს, რომ გიორგი ჟამუტაშვილი პარტიის თვითმარქვია თავმჯდომარეა და პარტიის თავმჯდომარის სახელით განცხადების გაკეთების უფლება მხოლოდ ირაკლი ღლონტს აქვს, მოგვიანებით კი "აფხაზეთის ხმამ" "რეფორმატორების" აღმასრულებელი მდივნის ნინო ჩარკვიანის ხელმოწერილი საგანგებო განცხადება მიიღო, რომელსაც ქვემოთ ვაქვეყნებთ, თუმცა, აუცილებლად მიგვაჩნია, მანამდე რამდენიმე საკითხი განვმარტოთ:

 

„აფხაზეთის ხმა“ განმარტავს, რომ გიორგი ჟამუტაშვილის განცხადება გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა ის „აფხაზეთის ხმას“ მიაწოდა. ამასთან, არსებობს მედიით გავრცელებული ინფორმაცია ანუ, არსებობს რეალობა, როცა „რეფორმატორების“ ერთი ნაწილი ატარებს ყრილობას და რიცხავს პარტიიდან მის თავმჯდომარეს ირაკლი ღლონტს, ხოლო თავმჯდომარედ აცხადებს გიორგი ჟამუტაშვილს, ხოლო ირაკლი ღლონტი და მისი მომხრეები - „რეფორმატორების“ სხვა ფრთა აცხადებს, რომ არანაირი ყრილობა არ ჩატარებულა და მხოლოდ თვითმარქვიები აქტიურობენ.

 

„აფხაზეთის ხმა“ ცალსახად გამოხატავს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ „რეფორმატორებში“ დაწყებულ, უკვე სასამართლო სივრცეში გადასულ დაპირისპირებაში არ გამოხატავს არცერთი მხარის პოზიციას, თუმცა, საიტის რესურსს უთმობს როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს, ხოლო მას შემდეგ, რაც სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, საიტზე და „აფხაზეთის ხმის“ ეთერში „რეფორმატორებთან“ დაკავშირებული ახალი ამბებისა და განცხადებების გამოქვეყნებისას იხელმძღვანელებს ამ გადაწყვეტილების მიხედვით.

 

აქედან გამომდინარე, უცვლელად გთავაზობთ განცხადებას, რომელიც „აფხაზეთის ხმამ“ პარტიის აღმასრულებელი მდივნისგან ნინო ჩარკვიანისგან მიიღო: 

 

„მსურს გამოვეხმაურო რადიო "აფხაზეთის ხმის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე "რეფორმატორების'' სახელით გავრცელებულ ინფორმაციას და საზოგადოებას ვაუწყოთ, რომ პოლიტიკურ პარტია "რეფორმატორებს" ტელეკომპანია "რუსთავი2"-თან დაკავშირებით დღეს არ გაუვრცელებია არანაირი განცხადება და ადგილი აქვს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის ფაქტს.

 

ამის გარდა პარტიის სახელით განცხადებებს ავრცელებს პარტიის ყოფილი წევრი - გიორგი ჟამუტაშვილი, რომელიც პარტიის დებულებისა და მის წინაშე არსებული მიზნების უხეში დარღვევის საფუძველზე ჩვენი პოლიტიკური საბჭოს მიერ გარიცხულ იქნა 2015 წლის 14 იანვარს. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ გიორგი ჟამუტაშვილის მხრიდან ადგილი აქვს ,,რეფორმატორების'' საქმიანი იმიჯისა და კანონიერი საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს, რის გამოც პარტიას იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მიმართული აქვს საქართველოს პროკურატურისათვის და მიმდინარეობს გამოძიება.

 

მიგვაჩნია, რომ გიორგი ჟამუტაშვილის მხრიდან ადგილი აქვს სავარაუდო დანაშაულს, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე არ ვახმაურებთ, თუმცა შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოებას საქმის კურსში აუცილებლად ჩავაყენებთ. მოვუწოდებ ყველა მედია საშუალებას, თავი შეიკავონ მოქალაქე გიორგი ჟამუტაშვილის მიერ პარტიის სახელით გაკეთებული განცხადებების გავრცელებისგან, ვინაიდან ეს არღვევს ჩვენს კონსტიტუციურ საქმიანობას და ზიანი ადგება "რეფორმატორების" პოლიტიკურ ინტერესებს. პარტიის თავმჯდომარე არის ირაკლი ღლონტი, რომლის უფლებამოსილების ვადა განსაზღვრულია 2018 წლამდე და პარტია არ გეგმავს ამ კუთხით ცვლილებებს.

 

აქვე ავღნიშნავთ და საეჭვოდ მივიჩნევთ აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელებას სწორედ მას შემდეგ, რაც "რეფორმატორების" ლიდერის მხრიდან დღეს გაკეთდა მწვავე განცხადება, სადაც ირაკლი ღლონტი მკაცრად აკრიტიკებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ჩიორა თაქთაქიშვილს და დავით დარჩიაშვილს".

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !