განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2017 წლისთვის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დაამტკიცებულ განრიგს EDU.ARIS.GE ავრეცელბს:
არსებობს დასაბუთებული ვარაუდი მეუფე პეტრეს და მამა გიორგი მამალაძის კავშირისა - ეს განცხადება, საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ გააკეთა. ქარჩავამ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" საკუთარი განცხადება იმით დაასაბუთა, რომ საპატრიარქოში მეუფე პეტრე ერთადერთი ადამიანია, რომელმაც მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებული დეკანოზის დაცვა და ეკლესიის წინააღმდეგ წასვლა გადაწყვიტა.
პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი, ზურაბ ბუჩუკური, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინი გაცილებით უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე ISIS - ეს განცხადება ჯონ მაკკეინმა ავსტრალიური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. რესპუბლიკელი სენატორის თქმით, ისლამური სახელმწიფო საშინელებებს სჩადის, მაგრამ რუსეთი ცდილობს გაანადგუროს დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულება.
საქართველოს სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის საქმის მიმდინარეობას ეხმაურება და განმარტავს, რომ დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლებას სახალხო დამცველს კანონმდებლობა ანიჭებს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ალექსანდრე ხვადაგიანი დანიშნა.
გამაჩნია წერილობითი მტკიცებულება, რომ მეუფე პეტრეს უნდა პატრიარქის ტახტიდან ჩამოშორება და მოკვდინება - ამ განცხადებას, საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა აკეთებს. ედიშერ ქარჩავა არ აკონკრეტებს რა გზით აღმოჩნდა მის ხელში მამხილებელი მტკიცებულება და არც წერილის დეტალებზე საუბრობს.
პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებში საუბარია ერთ პოლიტიკურ ფიგურაზე - ეს განცხადება, მეუფე პეტრე ცაავამ გააკეთა. "რუსთავი2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში მეუფე პეტრე ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებში, რომელზეც პროკურატურა აპელირებს, საუბარია პოლიტიკოსის და არა სასულიერო პირის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე.
11 ადამიანი დაიღუპა და 50-დე დაშავდა დღეს მოსკოვში ამოვარდნილი გრიგალის შედეგად. გრიგალმა წააქცია სამშენებლო ამწეები და ხეები, ჩახერგა გზები, საცხოვრებელ კორპუსებს ქარმა სახურავები გადახადა. დამსხვრეულია მანქანები.
მეუფე პეტრე საქართველოს პრემიერ მინისტრის უპრინციპობაზე საუბრობს, და აცხადებს, რომ პრემიერს ამხელს. განცხადება ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსმა "რუსთავი2"-თან საუბრისას გააკეთა.