სოზარ სუბარი ოლივერ სტოუნის ფილმზე - ცხადია, რაღაც რეაქცია გვექნება

Image

„ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ და ახლა რომელიმე ფილმში რას იტყვის რეჟისორი, ამაზე შეიძლება ჩვენი პროტესტი გავაგზავნოთ, მაგრამ ამით რეალობა არ იცვლება სამწუხაროდ“,

 

-ასე გამოეხმაურა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი ამერიკელი რეჟისორის, ოლივერ სტოუნის ფილმს „პუტინი“, სადაც საქართველოს რუკა დამახინჯებულად არაერთხელ არის წარმოდგენილი.

 

„საზოგადოებრივთან“ საუბრისას სოზარ სუბარი აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ფაქტის გასაპროტესტებლად საჭიროა სხვა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ვიდრე უბრალოდ შეშფოთების გამოხატვა.

 

„ამ რეალობას სჭირდება დემოკრატიის განვითარება, ეკონომიკის გაძლიერება და მუდმივი მუშაობა ჩვენს მხარდამჭერებთან, რომ ერთ მშვენიერ დღეს აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე დადგება“, -განაცხადა სუბარმა.

 

რაც შეეხება შეკითხვას, რა შეფასებას მისცემს ფაქტს საქართველოს ხელისუფლება, სუბარი ამბობს, რომ რეაქცია იქნება.

 

„ცხადია, რაღაც რეაქცია გვექნება, მაგრამ რეჟისორმა რაც გადაწყვიტა, თვითონ თქვა, მე ამ ყველაფერს ვაკეთებდი იმიტომ, რომ პუტინი არ გამეღიზიანებინა და მწვავე კითხვებს არ ვუსვამდი იმიტომ, რომ მაშინ არ დამელაპარაკებოდაო და რას ვიზამთ ახლა?!",-განაცხადა სუბარმა.

 

მინისტრმა ამერიკელი რეჟისორის ფილმიც შეაფასა და მას პანეგირიკი უწოდა: "ზოგადად ოლივერ სტოუნის ფილმმა გამოიწვია მძაფრი კრიტიკა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს გარკვეულ პანეგირიკად იქნა აღქმული პუტინის მიმართ. მე არა მაქვს ნანახი და ვერ ვიტყვი, არის თუ არა ეს პანეგირიკი, თუმცა ვეთანხმები იმ შეფასებებს რაც ითქვა და სავარაუდოდ ასეა, სხვანაირად არ ითქმებოდა“, - აღნიშნა სუბარმა.

 

"საზოგადოებრივმა" კომენტარი დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძესაც სთხოვა, თუმცა მან თემაზე საუბარი არ ისურვა.

stoun.jpg

stoun1.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !