პარლამენტი კონსტიტუციური პროექტის განხილვას ოქტომბერში დაუბრუნდება

Image

პარლამენტი საკონტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე, ოქტომბერში განიხილავს და დაამტკიცებს.

 

საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით, რიგგარეშე სხდომების ფორმატში, მუხლობრივად განიხილა და 115 მომხრე ხმით ერთხმად დაამტკიცა, თუმცა მანამდე პროექტში მეორე მოსმენის რეჟიმში, გამოთქმული შენიშვნები აისახა.

 

კერძოდ, კორექტირება განიცადა საკუთრების უფლების თავმა, სადაც მიწის ფლობის უფლებაზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ „მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის, ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით, რომელიც მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით“.

 

პროექტში უცვლელი დარჩა ქორწინების დეფინიცია და ნათქვამია, რომ „ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“.

 

პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში ასევე, უცვლელად დარჩა სახალხო დამცველის თავი, რომლის მიხედვით, ომბუდსმენის არჩევა ექვსი წლის ვადით, სამი მეხუთედის უმრავლესობით მოხდება, ხოლო ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია.

 

რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, საქართველოში 2024 წლიდან პროპორციული სისტემა ამოქმედდება, ხოლო 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით, სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში ჩატარდება.

 

კონსტიტუციური ცვლილებებით, საპარლამენტო არჩევნებში მანდატების ზედა და ქვედა ზღვარი წესდება და განისაზღვრება, რომ 150-წევრიან პარლამენტში, პირველ ადგილზე გასული პარტია ე.წ. ბონუსთან ერთად, ჯამში, 89 მანდატზე მეტს ვერ მიიღებს.

 

ცვლილებებით, თუ პარტია კონსტიტუციით დადგენილი წესით 75 მანდატზე მეტს ვერ მიიღებს, ყველა გაუნაწილებელი მანდატი პროპორციულად ყველა იმ პარტიაზე განაწილდება, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღო.

 

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კონსტიტუციით განსაზღვრული აღარ იქნება პარლამენტის ადგილსამყოფელი და მოქმედი კონსტიტუციისგან განსხვავებით, პარლამენტის ადგილსამყოფელად მითითებული აღარ არის ქალაქი ქუთაისი.

 

პროექტი პრეზიდენტის არჩევის წესსაც განსაზღვრავს. კერძოდ, საქართველოში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა 2018 წელს მოხდება, ხოლო შემდეგ არაპირდაპირი წესით. ცვლილებებით, საქართველოს პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია ირჩევს.

 

საარჩევნო კოლეგიაში 300 ხმოსანი შედის, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი.

 

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტის შენობაში იმართება და საქართველოს კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს არანაკლებ 30 ხმოსანს.

 

პრეზიდენტად კი შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში 15 წელი აქვს ნაცხოვრები.

 

კონსტიტუციურ პროექტში ასევე, საუბარია საქართველოში რეფერენდუმის ჩატარებაზე და გარდამავალ დებულებაში ნათქვამია, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან 12 წლის განმავლობაში, საერთო-სახელმწიფოებრვი გადასახადების ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზის, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით.

 

ამასთან, პროექტით განსაზღვრულია სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაც და ნათქვამია, რომ უზენაესი სასამართლოს სასამართლოს შემადგენლობაში არანაკლებ 28 მოსამართლე შედის.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, უვადოდ სრული შემადგენლობის უმრავლესობით პარლამენტი ირჩევს, ხოლო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, 10 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით პარლამენტი ირჩევს.

 

პარლამენტში კონსტიტუციური კანონპროექტის პირველი და მეორე მოსმენით მიღება საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე წარიმართა.

 

"საზოგადოებრივი მაუწყებელი"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !