ენმ-მ ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა
2017-06-26 12:32
"ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი ოფიციალურად წარადგინა.
პარტიამ ასევე წარადგინა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად ნიკა მელია. ნიკა მელიამ დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ უკვე გააკეთა განცხადება.